ჩვენ შესახებ
ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრება უნდა იყოს მარტივი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და მამოტივირებელი, და არა – დამღლელი და ხარჯიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანია, შემოგთავაზოთ თანამედროვე პროდუქტები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, უკეთესად აკონტროლოთ თქვენი სხეული და ჯანმრთელობა, თვალი ადევნოთ პროგრესს და გაიუმჯობესოთ ცხოვრება.
რას გთავაზობთ
ჩვენი ძირითადი პროდუქტებია: სმარტ სასწორი, საკვები პროდუქტების სასწორი, სმარტ საზომი ლენტი, კუნთების მასაჟორი და პორტატული საუნა. ყველა ჩვენი პროდუქტი შერჩეულია უმაღლესი ხარისხის, სანდოობისა და გამოცდილების მიხედვით.
ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც გაგიმარტივებთ ჯანსაღ ცხოვრებას და მეტ კომფორტს შეგიქმნით ყოველდღიურობაში.
რატომ გვენდობიან მომხმარებლები:
– გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას
– ყველა პროდუქტს აქვს 1 წლიანი გარანტია
– გვაქვს უფასო მიტანის სერვისი მთელს საქართველოში
– ჩვენი ყველა პროდუქტი თანამედროვე დიზაინის და მულტიფუნქციურია
ჩვენი ხედვა
ჩვენ მხოლოდ პროდუქტებს არ ვყიდით – ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს გაიუმჯობესონ ცხოვრება. თუ თქვენი მიზანია წონის კლება, კუნთის მასის ზრდა, მოქნილობის გაზრდა, თუ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრება – ჩვენი სმარტ პროდუქტები თქვენთვის არის შექმნილი.
ნებისმიერი კითხვის, შენიშვნის, იდეისა თუ შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად დაგვიკავშირდით.
