კვების პროდუქტების სმარტ სასწორი

როგორ აკონტროლებთ კალორიებს კვების პროდუქტების სმარტ სასწორით

კალორიების სწორად დათვლა ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი პროცესია მათთვის, ვინც ცდილობს წონაში კლებას, კუნთის მატებას ან უბრალოდ ჯანსაღად კვებას. პორციების კონტროლს, კერძების შემადგენლობების დადგენასა და კვებითი ღირებულებების თვლას უმეტეს შემთხვევაში არასასურველ შედეგებამდე მივყავართ.

კვების პროდუქტების სმარტ სასწორი ამ პრობლემას უმარტივესად აგვარებს, კერძების ზუსტად აწონვით და მათი კვებითი ღირებულებების აპლიკაციაში ჩვენებით.

ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ აკონტროლოთ მიღებული კალორიები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები სმარტ სასწორის გამოყენებით და გაჩვენებთ, რატომ არის ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და მიღებული თანამედროვე ადამიანებისთვის.

რა საჭიროა კვებითი ღირებულებების ზუსტი კონტროლი

ყოველდღიურად მცირედი შეცდომებსაც კი საბოლოოდ დიდ სხვაობამდე მივყავართ:

  • მეტი კალორიების მიღება → ანელებს წონის კლების პროცესს
  • ნაკლები კალორიების მიღება → ანელებს კუნთის ზრდის პროცესს
  • არასწორი პორციები → ნიშნავს შეუსაბამო შედეგს

კვებითი ღირებულებების კონტროლი გეხმარებათ:

  • სწორად განსაზღვროთ პორციები
  • გაიგოთ რა შემადგენლობის საკვებს მიირთმევთ
  • გამოიმუშავოთ ჯანსაღი კვებითი ჩვევები

ამ მიზეზების გამო გახდა სამზარეულოს სმარტ სასწორი აუცილებელი მოწყობილობა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ყველა ადამიანისთვის.

რა არის კვების პროდუქტების სმარტ სასწორი?

ეს არის სამზარეულოს ციფრული სასწორი, რომელიც თქვენს მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციას ბლუთუზით უკავშირდება. ტრადიციული სამზარეულოს სასწორისგან განსხვავებით, ის მხოლოდ წონას არ აჩვენებს. ის აპლიკაციაში კერძის ან პროდუქტის შესახებ ასევე გიწერთ:

  • კალორებს
  • ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს
  • ვიტამინებს და მინერალებს
  • დღიურ ნორმებს და სასურველი კალორაჟის მიღწევის შედეგს

ყველა ეს ინფორმაცია აპლიკაციაში კერძის ან პროდუქტის აწონვისთანავე გიჩანთ და გაცილებით გიმარტივებთ მთელ ამ პროცესს.

როგორ უნდა აკონტროლოთ კვებითი ღირებულებები სმარტ სასწორით

1. დაუკავშირეთ სმარტ სასწორი მისსავე მობილურ აპლიკაციას

      გადმოწერეთ სმარტ სასწორის ინსტრუქციაში მოცემული აპლიკაცია, შექმენით პროფილი და სასწორის ჩართვისთანავე ის ბლუთუზით დაუკავშირდება აპლიკაციას.

      აპლიკაციაში კვების პროდუქტების ძალიან დიდი ბაზაა.

      გარდა არსებული ბაზისა, უნიკალური ან ადგილობრივი კერძები შეგიძლიათ ბაზაში ერთჯერადად თავადაც დაამატოთ.

      2. აწონეთ კერძი, რომლის მირთმევასაც აპირებთ

      სასწორზე ჯერ ცარიელი ჭურჭელი დადეთ და გაანულეთ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჭურჭლის წონა სასწორმა კერძის წონაში არ შეიყვანოს

      3. აირჩიეთ პროდუქტი აპლიკაციის ბაზაში

      თუ კერძი არასტანდარტულია, თქვენით დაამატეთ ბაზაში.

      აპლიკაცია მომენტალურად დაგიწერთ აწონილი კერძის კვებით ღირებულებებს. ეს კვებითი ღირებულებები ზუსტად იმ წონის კერძის არის, რაც სასწორზე გიდევთ, რაც ნიშნავს, რომ აღარ გჭირდებათ კალკულატორი ან ჟურნალი, რომ გამოთვალოთ რა კალორიის საკვებს მიირთმევთ.

      4. აკონტროლეთ პორციები აწონვისთანავე

      აპლიაცია სმარტ სასწორთან სინქრონში მუშაობს, შესაბამისად, შეგიძლიათ სასწორზევე დაამატოთ ან მოაკლოთ კერძი, იმისთვის რომ მიიღოთ სასურველი კალორაჟი.

      აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ თქვენი სასურველი დღიური გეგმა ჩაწეროთ და ყოველი კერძის აწონვისას აკონტროლოთ, ხომ არ გადაცდით დღიურ ნორმას.

      5. შეინახეთ აწონილი კერძის მონაცემები

      ყოველი აწონვის შემდეგ, აწონილი კერძი შეგიძლიათ შეინახოთ აპლიკაციაში და ყოველდღიურად თვალი ადევნოთ, რამდენად ზუსტად მიყვებით თქვენ მიერ დასახულ გეგმას. თან ეს ყველაფერი უმარტივესად – ერთ მობილურ აპლიკაციაში.

      რატომ არის სმარტ სასწორის აპლიკაციის გამოყენება სტანდარტულ აპლიკაციასთან შედარებით უფრო ზუსტი?

      ბევრი იყენებს კალორიების მთვლელ აპლიკაციას, თუმცა ასეთ აპლიკაციებში პორციების წონების ხელით შეყვანა გიწევთ, რაც დამღლელი პროცესია და თან შეცდომების რისკი დიდია.

      კვების პროდუქტების სმარტ სასწორზე თან წონით პროდუქტს, თან აკონტროლებთ ზუსტ პორციას – რაც კალორიების კონტროლის ყველაზე მარტივი და ზუსტი მეთოდია.

      ვის სჭირდება კვების პროდუქტების სმარტ სასწორი?

      სმარტ ნუტრიციული სასწორი იდეალურია მათთვის, ვინც:

      • წონაში დაკლებას ცდილობს
      • ვარჯიშობს და კუნთის მომატებას ცდილობს
      • კონკრეტული შემადგენლობის კერძების საჭიროება აქვს
      • ჯანსაღად იკვებება

      შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ კვებითი ღირებულებების კონტროლისას

      სმარტ სასწორის გამოყენებითაც კი შეიძლება რამდენიმე შეცდომა დავუშვათ:

      • ყოველთვის გაანულეთ სასწორი ჭურჭლის დადების შემდეგ
      • არ აწონოთ მხოლოდ ზეთი, სოუსი ან დრესინგი
      • აწონეთ მცირე ზომის სნექებიც
      • აწონეთ კერძები სისტემატურად, რომ დაინახოთ სრული სურათი

      სიზუსტე დაკავშირებულია სისტემატურობასთან, თუ სმარტ სასწორს ხშირად გამოიყენებთ, შედეგები უფრო ზუსტი გექნებათ.

      შეჯამება: ღირს კვების პროდუქტების სმარტ სასწორის შეძენა?

      თუ სანდო და მუდმივი შედეგები გსურთ კერძების კვებითი ღირებულებების კონტროლისას, სმარტ სასწორი იდეალური ინვესტიციაა თქვენს ჯანმრთელობაში.

      მისი გამოყენებით აღარ გიწევთ სავარაუდო კალორიების კალკულაცია, გეზოგებათ დრო, ბევრად მეტს იგებთ თქვენს კვებით ჩვევებზე და გიმაღლდებათ ჯანსაღი კვების მოტივაცია.

      კალორიების თვლა არ ნიშნავს აკრძალვებს, ის ნიშნავს მარტივ კონტროლს, ცნობიერების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას.

      Related Posts