Smartory Fitness

ჯანსაღი ცხოვრება: რატომ უნდა ვაკონტროლოთ ორგანიზმში ცხიმის, კუნთისა და ძვლის მასა

ჯანსაღი ცხოვრება წონის კონტროლზე ბევრად მეტია. იმისათვის, რომ კარგად ვიცნობდეთ ჩვენს ორგანიზმს, აუცილებელია მისი ზუსტი შემადგენლობა ვიცოდეთ. ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ორგანიზმში არსებულ ცხიმებს, კუნებსა და ძვლებს შორის ბალანსზე, რასაც გავლენა აქვს როგორც ფიტნეს შედეგებზე, ასევე ენერგიასა და ზოგად განწყობაზე.

სხეულის შემადგენლობა

ადამიანის სხეულის შემადგენლობაში იგულისხმება ცხიმის, კუნთის, ძვლისა და წყლის შორის არსებული პროპორცია. მხოლოდ წონისგან განსხვავებით, რაც ერთადერთ პარამეტრს გაჩვენებთ, სხეულის შემადგენლობა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ სრულ სურათს გაძლევთ.

  • ცხიმის ფუნქციაა ენერგიის შენახვა, ორგანოების დაცვა და ჰორმონების რეგულირება. თუმცა, ზედმეტი ცხიმი, განსაკუთრებით ვისცერალური ცხიმი ორგანოების გარშემო, მნიშვნელოვნად ზრდის დიაბეტის, გულის დაავადების და სხვა პრობლემების რისკს.
  • კუნთები მხოლოდ სიძლიერის და ვიზუალის გამომხატველი არ არის. ისინი ზრდიან მეტაბოლიზმს, აუმჯობესებენ სხეულის დგომას და უზრუნველყოფენ დაზიანებისგან დაცვას. საკმარისი რაოდენობის კუნთის შენარჩუნება ასაკის მატებასთან ერთად ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
  • ძვლები უზრუნველყოფენ სხეულის მყარ სტრუქტურას და იცავენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს. ძვლების დაბალი სიმკვრივე იწვევს ოსტეოპოროზს და მარტივ მოტეხილობებს.

სამივე მათგანის კონტროლი გიჩვენებთ, რამდენად დაბალანსებულია თქვენი სხეული.

რატომ არის მნიშვნელოვანი ცხიმის, კუნთისა და ძვლის მასის კონტროლი

  1. წონის უკეთესი მართვა
    ცხიმის შემცველობის კონტროლი, კუნთის მასის მატებასთან ერთად გეხმარებათ სასურველი წონის მიღებაში, ორგანიზმის სიძლიერის დაკარგვის გარეშე.
  2. უკეთესი მეტაბოლიზმი
    კუნთის საკმარისი მასა ნიშნავს, რომ დასვენების დროსაც მეტ კალორიას წვავთ, შესაბამისად, წონის რეგულირებაც ბუნებრივად უფრო მარტივდება.
  3. მოქნილობა და მეტი ენერგია
    დაბალანსებული სხეულის შემადგენლობა გიუმჯობესებთ სხეულის მოქნილობას, ზრდის ენერგიას და გიცავთ გადაღლილობისგან.
  4. გრძელვადიანი სიჯანსაღე
    ცხიმის შემცველობის კონროლი, ძვლის ნორმალური სიმკვრივის ფონზე, ამცირებს ქრონიკული დაავადებების, ოსტეოპოროზის და კუნთის დაკარგვის რისკს.
  5. სწრაფი აღდგენა და სიცოცხლისუნარიანობა
    ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ძლიერი კუნთების და ძვლების ხარჯზე იუმჯობესებენ შედეგებს და აჩქარებენ ვარჯიშის შემდგომ აღდგენას.

როგორ შეიძლება სხეულის შემადგენლობის კონტროლი

ტრადიციულად, ცხიმის, კუნთისა და ძვლების პროპორციების კონტროლი სამედიცინო პროცედურების შედეგად იყო შესაძლებელი. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ყველაფრის სახლის პირობებში გაზომვა – სმარტ სასწორის გამოყენებით.

სმარტ სასწორი იყენებს ბიოელექტრულ ანალიზს (BIA), 8 სენსორისა და სახელურის დახმარებით, რისი საშუალებითაც თქვენი სხეულის ზუსტ შემადგენლობას ითვლის. სასწორი ბლუთუზით უკავშირდება თქვენს ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციას და შესაძლებლობას გაძლევთ, ყოველდღიურად თვალი ადევნოთ მიზნისკენ სწრაფვას.

რჩევები ბალანსის მისაღწევად:

  • მიირთვით ჯანსაღი საკვები
  • ივარჯიშეთ რეგულარულად, როგორც ძალისმიერი, ასევე კარდიო ვარჯიშებით
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი
  • დაირეგულირეთ ძილი, კუნთების აღდგენისა და ჰორმონების რეგულირებისთვის
  • გამოიყენეთ სმარტ სასწორი თქვენი სხეულის მონიტორინგისთვის

შეჯამება

ჯანსაღი ცხოვრების წესი მხოლოდ წონით არ იზომება. საჭიროა თქვენი სხეულის სრული შემადგენლობის რეგულარული კონტროლი და ბალანსის მიღწევა. ამის კეთებით, არა მხოლოდ გრძელვადიან ჯანმრთელობას მიაღწევთ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იგრძნობთ სარგებელს მომატებული ენერგიისა და მოტივაციის სახით.

თუ გსურთ, იცხოვროთ ჯანსაღად, მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და თან ეს ყველაფერი კომფორტულად გააკეთოთ, გაეცანით ჩვენს პროდუქციას, თვალი ადევნეთ ჩვენს სტატიებს და ჩვენც მრავალ ტექნოლოგიური სიახლეს შემოგთავაზებთ.

Related Posts