რატომ ითვლება, რომ სმარტ სასწორი ჯანსაღი ცხოვრების მომავალია
დღევანდელი ცხოვრების სწრაფ რიტმში, რთულია ორგანიზმის სიჯანსაღის კონტროლი. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე იძლევა. ტრადიციული სასწორი მხოლოდ წონას გიჩვენებთ, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობა გაცილებით უფრო კომპლექსურია. სწორედ აქ ჩნდება სმარტ სასწორის როლი, რომელიც გაძლევთ საშუალებას თქვენი სხეულის პარამეტრები აკონტროლოთ და თქვენი ცხოვრების შესახებ უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
რა არის სმარტ სასწორი?
სმარტ სასწორი ისევე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი სასწორი, თუმცა მას აქვს სენსორები და იყენებს ბიოელექტრულ ანალიზის მეთოდს (BIA) წონასთან ერთად სხეულში სხვა უამრავი პარამეტრის გასაზომად. მათ შორის:
- სხეულში ცხიმის შემცველობა
- კუნთის მასა
- ძვლის მასა
- წყლის შემცველობა
- მეტაბოლური ასაკი
- სხეულის მასის ინდექსი (BMI)
სმარტ სასწორი თქვენს სმარტფონზე გადმოწერილ აპლიკაციას ბლუთუზით უკავშირდება, გადააქვს ინფორმაცია, ინახავს და შესაძლებლობას გაძლევთ, დროთა განმავლობაში დააკვირდეთ თქვენს სხეულში მიმდინარე ცვლილებებს და მიღწეულ პროგრესს.
სმარტ სასწორის უპირატესობა
ტრადიციული სასწორისგან განსხვავებით, სმარტ სასწორი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ სრულ სურათს გაძლევთ. რატომ იყენებენ სმარტ სასწორს თანამედროვე ადამიანები:
1. ჯანმრთელობის საფუძვლიანი კონტროლი
მხოლოდ წონის ცოდნა არ გაძლევთ ინფორმაციას გეზრდებათ თუ არა კუნთები, იკლებთ თუ არა ცხიმს, რამდენად დაბალანსებული გაქვთ წყლის შემცველობა. სმარტ სასწორი ამ ინფორმაციას ჩაშლილად გაწვდით და გაჩვენებთ თქვენი სხეულის შემადგენლობას დეტალურად.
2. ფორმაში ყოფნის მოტივაცია
თქვენი პროგრესის ვიზუალიზაცია და დროთა განმავლობაში პროგრესის ჩვენების ფუნქცია გაძლევთ მოტივაციას, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მიზანი წონაში კლებაა თუ მატება, კუნთის ზრდა თუ სხეულის ზოგადი სიჯანსაღე. სმარტ სასწორი ამ ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ.
3. პერსონალიზებული რჩევები
სმარტ სასწორის ზოგიერთი მოდელი ინტეგრირდება თქვენი ტელეფონის აპლიკაციასთან – Apple Health, Google Fit და გაძლევთ თქვენს სხეულზე მორგებულ რჩევებს.
4. მულტიპროფილური
სმარტ სასწორის აპლიკაციაში შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე პროფილი ოჯახის წევრებისთვის და თითოეულ პროფილში შესაბამისი მონაცემები შეინახება. შესაბამისად, ერთი სასწორი საკმარისია ოჯახის ყველა წევრის ინდივიდუალური მონაცემების კონტროლისთვის.
5. გრძელვადიანი სარგებელი
ცხიმის, კუნთის, მეტაბოლიზმის და წყლის შემცველობის კონტროლი ძალიან სასარგებლოა გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვის და გაძლევთ საშუალებას, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ თქვენი კვების რაციონის, ფიტნეს გეგმის ან ზოგადი ცხოვრების წესის შესახებ. სმარტ სასწორის რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევასა და თავიდან არიდებაში.
რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს სმარტ სასწორს
სმარტ სასწორის შერჩევისას, დააკვირდით, თუ აქვს შემდეგი ფუნქციები:
- 8 ელექტროდი და სახელური – გაცილებით ზუსტი მონაცემებისთვის
- მინიმუმ 13 პარამეტრი, რაც თქვენი სხეულის სრულ სურათს გაჩვენებთ
- აპლიკაცია, რომელიც ბლუთუზით უკავშირდება სმარტ სასწორს
- რამდენიმე პროფილის მხარდაჭერა თქვენი ოჯახის წევრებისთვის
- თანამედროვე დიზაინი, რომელიც კარგად ერგება თქვენს ინტერიერს
რატომ უნდა შეიძინოთ სმარტ სასწორი?
სმარტ სასწორში ინვესტირება თქვენს გრძელვადიან ჯანმრთელობაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს მხოლოდ რიცხვები არ არის, სმარტ სასწორი თქვენი სხეულის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას გაწვდით.
მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი მიზანი – წონაში კლება, კუნთის მატება, თუ ზოგადი ჯანმრთელობა – სმარტ სასწორი ამ მიზნის მიღწევის იდეალური დამხმარეა.
