Smart Vs Regular Scales

რა განსხვავებაა სმარტ სასწორსა და ჩვეულებრივ სასწორს შორის

წლების განმავლობაში, ტრადიციული სასწორი წონის კონტროლის შეუცვლელ მოწყობილობად ითვლებოდა. მასზე უბრალოდ დგებოდი, იგებდი წონას და სულ ეს იყო. მარტივი – თუმცა, შეზღუდული ინფორმაცია. დღეს სმარტ სასწორი სრულიად ცვლის ორგანიზმის სიჯანსაღის კონტროლის საშუალებებს. ის გაძლევთ გაცილებით მეტ ინფორმაციას სხეულში მიმდინარე პროცესებზე. სტატიაში მიმოვიხილავთ განსხვავებებს ტრადიციულ და სმარტ სასწორს შორის.

ტრადიციული სასწორის შეზღუდული შესაძლებლობები

ტრადიციული სასწორი ერთადერთ მონაცემს – სხეულის ჯამურ წონას გიჩვენებთ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც მნიშვნელოვანია, თუმცა საერთოდ არ ასახავს თქვენი სხეულის სრულ სურათს. ამის მიზეზია:

  • არ გიჩვენებთ სხეულის შემადგენლობას – 70 კგ. წონის ადამიანი შეიძლება იყოს გამხდარი, დაკუნთული, ან ჰქონდეს ზედმეტი ცხიმი. სტანდარტული სასწორი ამ სხვაობებს ვერ ხვდება.
  • არ შეუძლია პროგრესის ანალიზი – სასწორიდან გადმოსვლისთანავე მონაცემები ნულდება და პროგრესის საკონტროლებლად წონის ცალკე ჩაწერა გიწევთ.
  • ვერ აღიქვამს მომხმარებელს – ტრადიციული სასწორი ვერ არჩევს ვინ დგას ზედ. ხოლო, სმარტ სასწორის აპლიკაციაში შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა პროფილები და ოჯახის წევრებმა თქვენ-თქვენი პროფილი გამოიყენოთ.
  • არ გაძლევთ მოტივაციას – კონტექსტის გარეშე მხოლოდ რიცხვებისთვის თვალყურის დევნება საერთოდ არ გაძლევთ გაუმჯობესების მოტივაციას.

ერთი სიტყვით, ტრადიციული სასწორი გიჩვენებთ მხოლოდ წონას და არა სრულ ინფორმაციას თქვენი ორგანიზმის სიჯანსაღეზე.

როგორ მუშაობს სმარტ სასწორი

სმარტ სასწორი იყენებს ბიოელექტრულ ანალიზს (BIA) და ზომავს თქვენს სხეულში არსებულ უამრავ პარამეტრს. ის მუშაობს უსაფრთხო ელექტრო სიგნალების საშუალებთ და სხეულში არსებული სხვადასხვა ტიპის ქსოვილების გამტარობის შესაბამისად გითვლით ამ ქსოვილების თანაფარდობას. ამ ყველა ინფორმაციას კი აპლიკაციაში აგზავნის და ინახავს პროგრესს.

მთავარი პარამეტრები, რასაც სმარტ სასწორი ზომავს:

  • სხეულში არსებული ცხიმების რაოდენობა
  • კუნთის მასა
  • ძვლების მასა
  • წყლის შემცველობა
  • მეტაბოლური ასაკი (BMR)
  • სხეულის მასის ინდექსი (BMI)

ეს ინფორმაცია გაძლევთ თქვენი ორგანიზმის შესახებ სრულ სურათს და არა მხოლოდ წონას.

რატომ უნდა შეიძინოთ სმარტ სასწორი

1. ორგანიზმის საფუძვლიანი ანალიზი

წონის გარდა გაიგებთ ორგანიზმში ცხიმისა და კუნთის ერთმანეთთან შეფარდებას, წყლის შემცველობის დონეს და სხვა უამრავ პარამეტრს.

2. გაცილებით მარტივია პროგრესისთვის თვალყურის დევნება

სმარტ სასწორის აპლიკაცია იმახსოვრებს ყველა მონაცემს და გაძლევთ პროგრესის რეპორტს – დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

3. მულტი-პროფილურია

სმარტ სასწორის აპლიკაციაში შეგიძლიათ ოჯახის წევრებისთვის შექმნათ სხვადასხვა პროფილები და თქვენ-თქვენი მონაცემები აკონტროლოთ.

4. ფიტნეს აპლიკაციებთან ინტეგრაცია

სმარტ სასწორის აპლიკაცია შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონის ძირითად ჯანმრთელობის აპლიკაციას და ყველა მონაცემი ერთ ადგილას მიიღოთ (Apple Health, Google Fit, და სხვა).

5. მეტი მოტივაცია

ვიზუალური ჩარტები და პროგრეს-რეპორტები უფრო მეტი ჩართულობისკენ გიბიძებთ და, შესაბამისად, გიზრდით მიზნის მიღწევის მოტივაციას.

რომელი სასწორი უნდა შეიძინოთ?

თუ თქვენი მიზანი მხოლოდ წონის კონტროლია, ტრადიციულ სასწორსაც მშვენივრად გამოიყენებთ. ხოლო, თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა, მიაღწიოთ ფიტნეს შედეგებს და იცხოვორთ ჯანსაღი ცხოვრებით,სმარტ სასწორი უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. მათ შორის განსხვავება ისეთივეა, როგორიც ძველ ტელეფონებს და სმარტფონებს შორის იყო – სმარტფონზე გადასვლის შემდეგ, ძველებურ ტელეფონს აღარავინ უბრუნდება.


შეჯამება

ტრადიციული სასწორი მარტივი მოწყობილობაა, თუმცა შეზღუდული ფუნქციონალი აქვს. სმარტ სასწორი გაძლიერებთ და მოტივაციას გაძლევთ, უფრო დეტალურად იცნობდეთ თქვენს სხეულს. მისი გამოყენებით თვალყურს ადევნებთ პროგრესს, მიუხედავად იმისა, თუ რა არის თქვენი მიზანი – წონაში კლება, კუნთის მასის მატება, თუ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრება.

Related Posts